spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – უკრაინა ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების გზებს განიხილავს

უკრაინა ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების გზებს განიხილავს, ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები ლონდონში 23 აპრილს შეხვდებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტის თქმით, მან კარგი და დეტალური მოლაპარაკებები გამართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან.

“უკვე ოთხშაბათს ჩვენი წარმომადგენლები იმუშავებენ ლონდონში, უკრაინაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, აშშ-ში. ჩვენ მზად ვართ წინ წავიწიოთ მაქსიმალურად კონსტრუქციულად, რათა მივაღწიოთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, შემდგომში რეალური და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად“, – წერს ზელენსკი.

მან მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, ვინც უკრაინას ეხმარება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა დამატებითი პირობების გარეშე უნდა იყოს პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ. აღდგომამ კი აჩვენა, რომ ომის გახანგრძლივების მიზეზი რუსეთის ქმედებებია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები