spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინა და ინდოეთი თანამშრომლობის ოთხ დოკუმენტზე შეთანხმდნენ

უკრაინა და ინდოეთი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ოთხ დოკუმენტზე შეთანხმდნენ. ისინი ეხება მედიცინას, სოფლის მეურნეობას, ჰუმანიტარულ დახმარებას და კულტურას, – ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შინაარსზე და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე, ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ მომზადდა ერთობლივი განცხადება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ინდოეთის პრემიერი კიევში დღეს ჩავიდა. ინდოეთის მთავრობის მეთაურის ეს ვიზიტი უკრაინაში პირველია ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში.

მოდი კიევში ინდოელ საზოგადოებას შეხვდა და პატივი მიაგო რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულ უკრაინელ ბავშვებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები