spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – უკრაინა იარაღის წარმოებას მაქსიმალურად აძლიერებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა გეგმავს საკუთარი იარაღის, კერძოდ ჭურვების, თვითმფრინავების, რაკეტების, ჯავშანტექნიკის და მსგავსი წარმოების მაქსიმალურად გაზრდას. მან აღნიშნა, რომ ამისთვის სახელმწიფოს აქვს ფინანსები.

 

მისი თქმით, შტაბის დღევანდელ სხდომაზე ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს, კუპიანსკის მიმართულება, დონეცკის ოლქის საკვანძო პუნქტები – ბახმუტი, ავდეევკა, მარინკა, სამხრეთის მიმართულებები, კერძოდ, ორეხოვო.

 

ასევე შტაბში მოისმინეს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოხსენება ოკუპანტების გეგმებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინა მათ აუცილებლად უპასუხებს და ამას გააკეთებს “ისე, როგორც არ ელოდებიან“.

 

ზელენსკის თქმით, დღესვე შეხვედრა გაიმართა უკრაინული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით.

 

“ქვემეხები, რომლებიც დამზადებულია უკრაინაში. ჭურვები, რომლებიც დამზადებულია უკრაინაში. თვითმფრინავები, რაკეტები, ჯავშანტექნიკა. ჩვენ მაქსიმალურად ვზრდით წარმოების მოცულობას. უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება. ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია უკეთეს შედეგს მოიტანს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები