უკრაინა კასეტურ საბრძოლო მასალას გამოიყენებს მხოლოდ ბრძოლის ველზე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აფრიკელ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ცხრა წლის წინ, როდესაც რუსეთი დონბასსა და ყირიმში შეიჭრა, კიევმა მსოფლიოს მოუწოდა ზეწოლა მოეხდინა რუსეთის ფედერაციაზე და აეკრძალა კასეტური საბრძოლო მასალები.
“უკრაინამ კასეტური საბრძოლო მასალა მიიღო 2023 წელს – რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 9-წლიანი საომარი მოქმედებების შემდეგ სხვადასხვა აკრძალული იარაღით, მათ შორის კასეტური ბომბებით. 9 წლის წინ უკრაინამ დაიწყო იმის თქმა, რომ დახმარება გვჭირდება. პირველ რიგში, თხოვნა იყო, მოეხდინათ ზეწოლა რუსეთზე და აეკრძალათ კასეტური საბრძოლო მასალა ჩვენს წინააღმდეგ. ცხრა წელი გავიდა – როგორც იყენებდნენ, ისევე იყენებენ. ტესტები არ არის საკმარისი? აქვს თუ არა უკრაინას თავის დაცვის უფლება?” – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კასეტურ ჭურვებს გამოიყენებენ მხოლოდ დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის ველზე. ზელენსკიმ ამ გადაწყვეტილებას “სამართლიანი” უწოდა.
“ჩვენ მოგვცეს კასეტური საბრძოლო მასალა. სად არის მტკიცებულება, რომ უკრაინამ გამოიყენა კასეტური საბრძოლო მასალა რუსეთის ტერიტორიაზე? არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. დიახ, ბრძოლის ველზე ახლა, ჩვენს მიწაზე, როცა ის ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს კასეტურ ბომბებს, ჩვენს გამოვიყენეთ იგივე იარაღს მათ წინააღმდეგ და ეს სამართლიანია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.