უკრაინა მაქსიმალურად ზრდის დრონების წარმოებას, კერძოდ, ეს ეხება შორ მანძილზე მოქმედ დრონებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება წარმოების მუდმივი, სტაბილური ზრდა და ყველა საჭირო ნაწილის მიწოდება, ამ წელს ამისთვის კარგი პერსპექტივებია.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ცალკე მუშაობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონების წარმოებაზე, რომლის წინააღმდეგ ელექტრონული ომის სისტემები გამოუსადეგარია. ამ წლის დასაწყისიდან უკრაინაში ასეთი დრონების 20 ახალი სერტიფიცირებული მოდელი გამოჩნდა და უკვე 11 უკრაინულმა საწარმომ აითვისა მათი წარმოება.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ახლა მთავარი გამოწვევა არის წარმოებისა და მიწოდების მაქსიმალური მასშტაბის მიღწევა.
“სიღრმისეული დარტყმების კუთხითაც დადებითი დინამიკაა (საუბარია შორ მანძილზე მოქმედ დრონებზე): კონკრეტულ ციფრებს ვერ დავასახელებ, მაგრამ წელს ჩვენ მივაწვდით საჭირო მოცულობას ჩვენი თავდაცვის ძალებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა ბიზნესს და მეომარს, რომლებიც მონაწილეობენ დრონების წარმოებაში.