უკრაინა მზადაა, იმუშაოს აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან მშვიდობის მისაღწევად. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ტრამპი ძლიერი ადამიანია. მან ამერიკის ახალ პრეზიდენტს და მთელ ამერიკას წარმატება უსურვა.
“უკრაინელები მზად არიან იმუშაონ ამერიკელებთან ერთად, რათა მიაღწიონ მშვიდობას, რეალურ მშვიდობას”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს გაიმართა.