spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან ომის სტრატეგიის შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს

უკრაინა რუსეთთან ომის სტრატეგიის შეცვლას განიხილავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ჩვენი სამხედროები ამუშავებენ სხვადასხვა გეგმებს, სხვადასხვა ოპერაციებს, რათა უფრო სწრაფად წავიდნენ წინ და განახორციელონ მოულოდნელი თავდასხმები რუსეთის ფედერაციაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში.

 

ამავდროულად, ზელენსკიმ უარყო განცხადებები იმის შესახებ, რომ ომი 20-თვიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჩიხში შევიდა.

 

“მათ ეგონათ, რომ დაგვამარცხებდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხია”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები