spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინა ვატიკანს რუსეთის ტყვეობაში მყოფი ჟურნალისტების სიას გადასცემს

უკრაინა ვატიკანს დატყვევებულ ჟურნალისტთა სიას გადასცემს. ქვეყანას ტყვეების დაბრუნებაში დახმარება სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ტყვეების დაბრუნებაზე მუშაობა ძალიან რთულია.

“აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული დახმარება, კერძოდ, ვატიკანის ძალისხმევა, ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინა გადასცემს იმ ჟურნალისტების სიას, რომლებიც ახლა რუსეთის ტყვეობაში არიან და დეტალურად განვიხილეთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნება, დეპორტირებულთა დაბრუნება. ჩვენ მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან გაიხსენა, რომ ამ თვეში კანადაში მშვიდობის ფორმულის ჰუმანიტარული პუნქტის შესახებ შეხვედრა გაიმართება და ვატიკანი მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

10 ოქტომბერს რუსეთის ტყვეობაში უკრაინელი ჟურნალისტის ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

როგორც სადაზვერვო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, უკრაინა როშჩინას სახლში დაბრუნებას გეგმავდა.

იმავდროულად, ჟურნალისტ ვიქტორია როშჩინას გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება გადაკვალიფიცირდა როგორც სამხედრო დანაშაული განზრახ მკვლელობით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები