spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინამ დაადასტურა 20 ათასი ბავშვის დეპორტაცია, მაგრამ რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალია

უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსებმა 20 ათასი უკრაინელი ბავშვის უკანონოდ დეპორტაცია მოახდინეს, თუმცა რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

ამის შესახებ მან კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალთანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა კატარის როლი უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში.

 

“მხოლოდ ის, რისი დოკუმენტაციაც შეგვიძლია  – ეს არის დაახლოებით 20 ათასი გატაცებული ბავშვი. ეს საშინელი მაჩვენებელია, მაგრამ რეალური კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს გზა. ჩვენ მზად ვართ შემდგომი კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა კატარს ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის და 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფილი ენერგეტიკის, საავადმყოფოების და ა.შ.

 

ლიდერებმა ასევე განიხილეს ვითარება ახლო აღმოსავლეთში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები