spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინამ მიიღო სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ყიდის საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების ბრძანებას ხელი მოაწერა.

მისი თქმით, სანქციებს უწესებენ ბიძინა ივანიშვილსა და მის 19 თანამოაზრეს.

“უკრაინამ მიიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მისი 19 თანამოაზრის წინააღმდეგ. ზუსტად მათ წინააღმდეგ, ვინც ყიდის საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს. ამ რეგიონში არავინ არ უნდა დავკარგოთ – არც საქართველო, არც მოლდოვა, არც უკრაინა. მოსკოვის წინააღმდეგ თავდაცვაში ერთიანი უნდა დავდგეთ. და მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და ყველას მსოფლიოში იგივე გააკეთონ – იმოქმედონ პრინციპულად”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, სანქციები მიმართულია ხელისუფლების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც “საქართველოს პუტინს გადასცემს”.

სანქცირებულთა სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კალაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, მამუკა მდინარაძე, ვახტანგ გომელაური, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი (გოგა) ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, თეა წულუკიანი, ირაკლი ქარსელაძე, კახა ბექაური.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები