უკრაინამ დღეს საჰაერო თავდაცვის კიდევ ორი სისტემა მიიღო. მათ შეუძლიათ ჩამოაგდონ მტრის ყველა საჰაერო სამიზნე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დღევანდელი დღის მთავარი სიახლე არის სიახლე, რომელსაც ყველა დიდი ხანია ველოდით, რაზეც თვეების განმავლობაში ვმუშაობდით სხვადასხვა დონეზე. შედეგი არის ის, რომ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის კიდევ ორი სისტემა შემოვიდა. ყველა დეტალი, რა თქმა უნდა, საჯაროდ არ უნდა ითქვას, მაგრამ ეს არის სისტემები, რომლებიც ჩამოაგდებენ ყველაფერს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასეთი იარაღის დახმარებით უკრაინელი ჯარისკაცები დაიცავენ ქვეყნის რეგიონებს.
ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი უკრაინის სრულად დასაცავად, მაგრამ ამისათვის ისინი “მუშაობენ ყოველდღე“.