spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინამ შესაძლოა, უცხოური ჯარების განლაგების შესახებ მაკრონის იდეა განიხილოს

უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები მანამ, სანამ არ იქნება ნატოში გაწევრიანების მოწვევა, მაგრამ ეს მოითხოვს დროს, რომ უკრაინა შეუერთდეს ალიანსს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“თუ იქნება პაუზა, სანამ უკრაინა ნატოში არ არის, და რომ გვქონდეს მოწვევა, არ ვიყოთ ნატოში და იყოს პაუზა, მაშინ ვინ მოგვცემს რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიას? ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ და ვიმუშაოთ ემანუელის პოზიციაზე“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შესთავაზა, რომ კონკრეტული ქვეყნის ჯარების ნაწილი იმყოფებოდეს უკრაინის ტერიტორიაზე, ეს სავარაუდოდ, უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიას, სანამ უკრაინა ნატოში არ არის.

“მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს ამის მკაფიო გაგება, როდის იქნება უკრაინა ევროკავშირში და როდის იქნება უკრაინა ნატოში, ჩვენი მომავლის ცოდნა, ეს იქნება ძალიან ეფექტური გარანტიები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები