spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინამ უნდა აწარმოოს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსული აგრესიისგან დასაცავად

უკრაინამ უნდა აწარმოოს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსული აგრესიისგან დასაცავად. მომავალი წელი ამ მიმართულებით პროდუქტიული უნდა იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ჩინოვნიკებმა უნდა განსაზღვრონ მომავალი წლის ჩვენი დიპლომატიური მუშაობის ამოცანები – კონკრეტულად, რაც შეეხება პარტნიორებთან შეთანხმებებს იარაღის წარმოებაზე, კომპონენტებისა და აღჭურვილობის მიწოდებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, აბსოლუტურად ყველა გეგმა, ქმედებების მკაფიო ალგორითმი – ყველაფერი ძირითადი უნდა განისაზღვროს  თავდაცვის კომპლექსისთვის, რათა მომავალი წელი იყოს მაქსიმალურად პროდუქტიული.

 

“უკრაინამ უნდა აწარმოოს – დამოუკიდებლად ან პარტნიორებთან ერთად – ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსული აგრესიის ნებისმიერი ფორმისგან დასაცავად. ჩვენ შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები