უკრაინამ უნდა გააორმაგოს საჰაერო თავდაცვა ზაფხულში. კერძოდ, 9-11 ივლისს ნატოს სამიტზე პარტნიორების მხრიდან შესაბამისი დახმარებაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პირველი პუნქტი, რაზეც ახლა ხელისუფლება მუშაობს, არის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, Patriot-ის მესამე საჰაერო თავდაცვის სისტემა გერმანიიდან დღეს ამოქმედდა.
“მადლობას ვუხდი ჩვენს გერმანელ პარტნიორებს, არ განვიხილავთ სად და როგორ იმუშავებს ეს სისტემა, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მან დაავალა უკრაინელ ოფიციალურ პირებს საჰაერო თავდაცვის გაორმაგება ზაფხულში. პირველ რიგში, ეს ეხება Patriot, Hawk, Iris-T და სხვა სისტემებს.
“უკვე არის პირველი შედეგი. მე ასევე იმედი მაქვს, რომ ნატოს სამიტი გამოიღებს ძლიერ შედეგებს და როგორც დაგპირდით, ზაფხულში უნდა გავაორმაგოთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა”, – განაცხადა ზელენსკიმ.