spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინას აშშ-სგან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის ნებართვა ჯერ არ მიუღია

უკრაინა ცდილობდა, დაერწმუნებინა შეერთებული შტატები, რომ დაუშვას რუსეთის სიღრმეში დარტყმა ამერიკული იარაღით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველა მოკავშირე უყურებს აშშ-ის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ყველა უყურებს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებებს, ყველა ელის ასეთ გადაწყვეტილებებს, ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილებები, ეს მართალია. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად გვინდოდა გამოგვეყენებინა ეს იარაღი მხოლოდ სამხედრო ბაზებზე თავდასხმებისთვის და არა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინას უბრალოდ სურს, შეძლოს თავდასხმა ბაზებზე, რომლებიც გამოიყენება უკრაინის ტერიტორიის დაბომბვისთვის.

“ამ თვითმფრინავებით ისინი ყოველთვიურად ყრიან ოთხი ათასს მართვად ბომბს მხოლოდ ჩვენი ტერიტორიის აღმოსავლეთით. ამ რაკეტებით და ბომბებით ურტყამენ სამოქალაქო მოსახლეობას, სკოლებსა და ენერგეტიკულ სექტორს. მთელი ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა 80%-ით განადგურებულია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა გადაწყვეტილებას დიდი ხანია, ელოდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები