უკრაინას სჭირდება სასწრაფო გადაწყვეტილებები მისი მოკავშირეებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით. ეს აუცილებელია ხალხის სიცოცხლის დასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მოლაპარაკებების დროს მთავარი საკითხი იყო უკრაინის დაცვა და აქტიური მოქმედებისა და თავდაცვის შესაძლებლობები.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პარტნიორებთან მოლაპარაკებების მთავარი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვაა.
“არსებობს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები და იარაღის წარმოების უნარი მსოფლიოს დასაცავად. იარაღი აქ არის საჭირო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. გადაწყვეტილებები საჭიროა ახლა და არა ოდესმე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უძლებენ ტერორისტულ თავდასხმებს ყოველდღე და ყოველ ღამეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.