უკრაინას შეუძლია შეაჩეროს რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უკვე ნოემბრამდე. ამის გაკეთებას ბრძოლის ველზე უკრაინელი დამცველები შეეცდებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ნოემბრამდე შეგვიძლია შევაჩეროთ პუტინი. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ჩვენ შევეცდებით – ბრძოლის ველზე ჩვენს გმირ მეომრებთან ერთად. მაგრამ გვესმის, რომ ნოემბრის შემდეგ უნდა გადავწყვიტოთ“, – აღნიშნა შეხვედრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინა მოელის, რომ აშშ-ის ძალა დარჩება ძლიერი.
უკვე შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპს გამარჯვების გეგმა წარუდგინა.
24 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი “უფრო ახლოსაა დასრულებასთან”, ვიდრე ბევრს ჰგონია.
რამდენიმე დღის შემდეგ ის შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მათ უკრაინის გამარჯვების გეგმა წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატები დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი არიან.