უკრაინას ესაჭიროება დამატებითი SAMP-T ან Patriot საჰაერო თავდაცვის სისტემები ოდესის დასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას აქვს SAMP-T სისტემები, ამავდროულად, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად მდებარეობს ეს სისტემები, არ არის გამჟღავნებული და ისინი შესანიშნავად მუშაობენ.
“თუ ჩვენ გვექნებოდა შესაბამისი დამატებითი სისტემები, ისინი დაიცავდნენ ოდესის ინფრასტრუქტურას და არა მხოლოდ პორტის ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, Patriot-ის სისტემები ასევე ეხმარება უკრაინას.
“მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის საკმარისი შესაბამისი ინფრასტრუქტურის დასაცავად”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ღამით რუსმა ოკუპანტებმა სამხრეთ უკრაინას რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავებით შეუტიეს. ყველაზე მეტი ზარალი განიცადა ოდესამ და რეგიონმა. დაბომბვის შედეგად დაშავდა ხალხი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, პორტი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.