spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინას სჭირდება მეტი Patriot და F-16-ების დროული მიწოდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე მორიგ მასობრივ თავდასხმას გამოეხმაურა და პარტნიორებს კიდევ ერთხელ მიმართა.

 

“სამოქალაქო მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული ობიექტები. სწორედ ამას ებრძვის რუსეთი. ამ ღამით, კიდევ ერთი თავდასხმა სხვადასხვა ტიპის 50-ზე მეტი რაკეტით და დაახლოებით 50 “შაჰედის” დრონით იყო მიმართული უკრაინის სამხრეთზე, ცენტრსა და დასავლეთზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, რუსეთის მთავარი მიზანია ტერორის ნორმალიზება, სარგებლობს საჰაერო თავდაცვის სისტემების არარსებობით.

 

“რუს ტერორისტებს ესმით მხოლოდ ძალის ენა და ერთადერთი გზა, რომ შევაჩეროთ ეს ტერორი და არ იქცეს ნორმად, არის ეფექტური გადაწყვეტილებების დროული მიღება. უკრაინის ცის სრული დაცვა ნორმად უნდა იქცეს, რათა გიჟებმა კრემლში გაიგონ, რომ მათი ტერორი თავის მიზნებს ვერ აღწევს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პარტნიორებმა ზუსტად იციან, რა არის ამისთვის საჭირო.

 

“დამატებითი Patriot და სხვა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინისთვის. F-16-ების მიწოდების დაჩქარება და გაფართოება უკრაინაში. ჩვენი მეომრების უზრუნველყოფა ყველა საჭირო შესაძლებლობით. მხოლოდ მაშინ, როდესაც პუტინი დაკარგავს უნარს, რომ დააზიანოს მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ის იძულებული იქნება შეაჩეროს თავისი ტერორი.

 

ეს არის გამოცდა კაცობრიობისა და გადაწყვეტილების თავისუფალი სამყაროსთვის. ან ჩვენ ერთად ჩავაბარებთ ამ გამოცდას, ან მსოფლიო კიდევ უფრო დიდ დესტაბილიზაციას და ქაოსში ჩავარდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

1 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კვლავ მასიურად დაბომბეს უკრაინა 100 დრონის და რაკეტის გამოყენებით, რომელთა უმეტესობა ჩამოაგდეს. მაგრამ ხუთ რეგიონში დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskyy.official%2Fvideos%2F1167877644229562%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები