უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ქალაქებზე, სამოქალაქო ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსულ თავდასხმებთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინს მიმართა.
მისი თქმით, ასეთი შეტევები იწვევს რეაქციების დაგროვებას მთელი მსოფლიოდან, რომელსაც ერთ მომენტში შეუძლია გადამწყვეტი პასუხის გაცემა.
“რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი რა სახის თავდასხმები, განსაკუთრებით ატომურ ელექტროსადგურებზე და მსგავსი – საფრთხეა არა მარტო უკრაინისთვის, არა მარტო მთელი მსოფლიოსთვის, არამედ პასუხი და საშიშროება იყოს მათთვისაც, ეს უნდა გაიგონ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ასეთი გზავნილები უკრაინიდან კი არ უნდა მოდიოდეს, არამედ პუტინს მთელი მსოფლიოდან უნდა გადაეცეს.
“შენ გახსენი ცეცხლი და ომი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ, ურტყამ უკრაინას ომის საფარქვეშ, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს. ნამსხვრევები ცვივა რუმინეთში, პოლონეთში და ა.შ. შენ ურტყამ მსოფლიოს ყველა ქვეყანას. ეს არის ის, რაც უნდა იცოდე, რომ თუ ასე გაგრძელდა, დაგროვდება პასუხი მთელი მსოფლიოდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
25 ნოემბრის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე დრონებით მორიგი თავდასხმა მოაწყვეს. კიევში საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 25 ნოემბერს რუსებმა რეკორდული რაოდენობის Shahed-ები გამოიყენეს. 75 რუსული დრონიდან უკრაინამ 74 გაანადგურა.