უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელოდება, რომ 2023 წელს უკრაინაში ომი დასრულდება და მშვიდობის დრო დადგება, – ამის შესახებ მან Politico-სთან განაცხადა, რომელმაც ზელენსკის ევროპაში ყველაზე გავლენიანი ადამიანი უწოდა.
“უკრაინელები ასევე იქნებიან ყველაზე გავლენიანები მომავალ წელს, მაგრამ უკვე მშვიდობიან პერიოდში”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ევროპაში უკრაინის ყველა მეგობარს, რომლებიც „ამ საშინელ დროს დაეხმარნენ მილიონობით ადამიანს“.
“უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ყველას გვიცავენ ბრძოლის ველზე – №1“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ე.წ. “სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ შესაძლოა, ხანგრძლივ პროცესად იქცეს.