spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში არა მხოლოდ აღადგენენ სამართლიანობას, არამედ აღწევენ ეფექტურ შედეგებს

უკრაინელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში ოპერაციის ფარგლებში არა მხოლოდ აღადგენენ სამართლიანობას, არამედ ასევე აღწევენ ეფექტურ შედეგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვეტერანთა ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ის ახლახან დაბრუნდა კიევში სუმის რეგიონიდან, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და საიდანაც უკრაინული შენაერთები “უკიდურესად ეფექტურად” პასუხობენ მტრის შემოსევას და რუსებს სახლში უგზავნიან ომს.

“და ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი, მაგრამ სამართლიანობის გარდა, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს: იმისთვის, რომ ოკუპანტი ჩვენი მიწიდან განვდევნოთ, რაც შეიძლება მეტი პრობლემა უნდა შევუქმნათ რუსეთის სახელმწიფოს მის ტერიტორიაზე. და ეს გმირული შრომა უფრო და უფრო ზუსტი, უფრო და უფრო გრძელვადიანი და სულ უფრო ეფექტურია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინის ოპერაციები დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის ოლქებში, შავი ზღვის განთავისუფლება რუსული ფლოტისგან, ოპერაცია კურსკის ოლქში და თითქმის ყოველდღიური დარტყმები რუსეთის სამხედრო ობიექტებზე – ”უკრაინის დაცვის სისტემატური გზაა, ამ ომის დასრულების გზა დამოუკიდებელი უკრაინის პირობებით”.

კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაცია 6 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს, ამ დროისთვის უკრაინის კონტროლქვეშ 90-ზე მეტი დასახლებაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები