უკრაინის ოცნებაა, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები და დაასრულოს ომი რუსეთთან 2025 წელს. ყველაფერი გაკეთდება, რომ ის რეალობად იქცეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ RaiNews24-თან ინტერვიუში განაცხადა.
“პუტინს სურს და ყოველთვის სურდა ჩვენი სრული განადგურება. ეს ფაქტია. ეს მისი ოცნებაა. და არ არის საჭირო სხვა ზღაპრების დაჯერება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამიტომ, მისი თქმით, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც რუს დიქტატორს ომით დაბრუნების საშუალებას არ მისცემს.
“ჩვენი ოცნებაა, რომ წელს მივიღოთ გარანტიები და წელს დავასრულოთ ომი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.