უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის მიმართულებით წინსვლა მოახერხეს.
“მე მივიღე ანგარიშები ფრონტზე არსებული სიტუაციის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების, დაზვერვის მონაცემების შესახებ. დონეცკის მიმართულებით არის ჩვენი პროგრესი. არსებობს სხვა გეგმები, რომლებიც ხორციელდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ხერსონის რეგიონში რუსები აგრძელებენ ტერორს იმ ტერიტორიებზე, სადამდეც მათ იარაღს მიღწევა შეუძლია. კერძოდ, დღის განმავლობაში მტერმა რეგიონის მასშტაბით 26 მართვადი საჰაერო ბომბი ისროლა.
“შედეგები აღმოფხვრილია, ხალხს ეხმარებიან. მე დავავალე, მოიძიონ დამატებითი გადაწყვეტილებები ამ ტერორის შესაჩერებლად”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.