spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში დაწინაურდნენ და კიდევ ორი დასახლებული პუნქტი აიღეს 

უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის რაიონში დაწინაურდნენ, უფრო მეტიც, უკრაინელმა დამცველებმა კიდევ ორი ​​დასახლება აიღეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

დღეს ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის მოხსენება მოისმინა.

“წინ წავედით კიდევ 1-დან 3 კმ-მდე,  ავიღეთ კონტროლი კიდევ 2 დასახლებაზე. აქტიური მოქმედებები კიდევ ერთ დასახლებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა გაცვლითი ფონდი ისევ შეავსეს.

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაცია 6 აგვისტოდან მიმდინარეობს.

ვიდრე უკრაინა სანამ უკრაინა აწყობს ჰუმანიტარულ დერეფნებს რუსებისთვის, რომლებიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებიან, რუსი სამხედროები ახორციელებენ შეტევებს ტანკებით, არტილერიით, ასევე ყრიან მართვად ბომბებს საკუთარ დასახლებებზე კურსკის ოლქში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები