უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს რუსეთის ტერიტორიაზე. ეს ართულებს მტრის წინსვლას სუმის რეგიონში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრე სირსკისთან და განიხილა ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინული ძალების მოქმედება რუსეთის ტერიტორიაზე.
“ჩვენ ვაგრძელებთ აქტივობას, რომელიც ხელს უშლის ოკუპანტის შესვლას სუმის რეგიონში, ისევე როგორც ჩვენი ხარკოვის რეგიონში. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ქვედანაყოფს – ყველას, კურსკის რეგიონიდან სამხრეთის მიმართულებამდე.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც სიმართლეს ეუბნება მსოფლიოს, რაც ხდება უკრაინაში. უკრაინის ძლიერი პოზიციები ყველაფერში, ეფექტური მუშაობა ჩვენი სახელმწიფოსთვის – ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ეხმარება მშვიდობას!”, – განაცხადა ზელენსკიმ.