spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. შეხვედრა კიევში გაიმართა.

 

“ჩვენ ვიწყებთ ევროინტეგრაციის ორ ძალიან მნიშვნელოვან დღეს უკრაინაში. ეს არის დრო, როდესაც ჩვენი ერთობლივი შეთანხმებები და გადაწყვეტილებები აქ, კიევში, მთელი ევროპის გაძლიერებას ნიშნავს”, – წერს ზელენსკი.

 

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჯოზეფ ბორელთან ერთად დღეს კიევში ჩავიდა, გარდა ამისა, უკრაინის დედაქალაქში ათზე მეტი ევროპელი ოფიციალური პირი იმყოფება.

 

ევროკავშირის დელეგაციის ამ სიმბოლურმა ვიზიტმა ხაზი უნდა გაუსვას უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით.

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპელი ოფიციალური პირების ერთობლივი შეხვედრა უკრაინის მთავრობასთან, ხვალ კი უკრაინა-ევროკავშირის სამიტი იგეგმება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები