spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყებამდე მზად უნდა იყოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა ევროპისგან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საერთო ხედვა განიხილეს.

“კარგი საუბარი გვქონდა შვედეთის პრემიერ მინისტრ ულფ კრისტერსონთან და მადლობა გადავუხადე შვედეთის სამხედრო დახმარებისთვის და უკრაინის მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველით თავდაცვის მე-18 პაკეტს”, – წერს ზელენსკი.

მან ასევე აცნობა შვედეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან კონსტრუქციული შეხვედრის და უცხო ქვეყნის ლიდერებთან ბოლო მოლაპარაკებების დეტალების შესახებ.

“ჩვენ აბსოლუტურად მკაფიო უნდა ვიყოთ: არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, არაფერი ევროპაზე ევროპის გარეშე. ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიების საერთო ხედვაზე. გამოსავალი მზად უნდა იყოს ნებისმიერი შესაძლო მოლაპარაკების დაწყებამდე და ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და არა მხოლოდ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები