უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის შესახებ მორიგი კარგი ამბავი დააანონსა.
“ზოგადად, ამ წლის პირველმა ორმა კვირამ უკვე შემატა ძალა და შესაძლებლობები უკრაინას. არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის. არის ძალიან საჭირო შეთანხმებები იარაღისა და ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე, განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია თვითმფრინავები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უფრო მეტი დრონი იქნება.
“ჩვენ ვამზადებთ მომავალ სასიხარულო ამბებს საჰაერო თავდაცვაზე. და უცვლელად, თვიდან თვემდე, ჩვენ ვზრდით ჩვენს უკრაინულ საარტილერიო წარმოებას”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.