spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – ველით ამერიკისგან, ევროპისა და ყველა ჩვენი მოკავშირისგან რეაქციას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორზე

რუსეთი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას. მხოლოდ გასულ კვირაში რეგიონების უმეტესობა თავდასხმის ქვეშ მოექცა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“გუშინდელ რუსეთის თავდასხმას ხარკოვზე, სამწუხაროდ, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და მეგობრებს. 30-მდე ადამიანი დაშავდა. ყველას გაუწიეს საჭირო დახმარება”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, კვირის განმავლობაში, უკრაინის უმეტესი რეგიონი იყო თავდასხმის ქვეშ. მთლიანობაში, რუსეთის ფედერაციამ ერთი კვირის განმავლობაში უკრაინაში გაუშვა – 1310 რუსული მართვადი საჰაერო ბომბი; 1000-ზე მეტი თავდასხმის დრონი, უმეტესობა “შაჰედები”; კიდევ ცხრა სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა, მობილურმა სახანძრო ჯგუფებმა და ცის დაცვაში ჩართულმა ქვედანაყოფებმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა თავის პარტნიორებს აწვდის ყველა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დარტყმებს ახორციელებს რუსული არმია და რისთვის ემზადება.

“ჩვენ ველით ამერიკისგან, ევროპისა და ყველა ჩვენი მოკავშირისგან რეაქციას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორზე. მადლობა ყველა ლიდერს და სახელმწიფოს, ვისაც ეს ესმის და აგრძელებს მხარდაჭერას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

“მადლობა თითოეულ ქვეყანას, რომელიც გვეხმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებით და ინვესტიციას ახორციელებს ჩვენს თავდაცვის წარმოებაში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს უკრაინის დაცვას”, – აღნიშნა მან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები