spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ვესაუბრე ორბანს, მაქსიმალურად ღიად და გასაგებად ჩვენს ევროპულ საქმეებზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

 

მისი თქმით, ორმხრივი საუბარი შეეხო ორი სახელმწიფოს ევროპულ საკითხებს.

 

“ინაუგურაციის ფარგლებში ვესაუბრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ორბანს, მაქსიმალურად ღიად და გასაგებად ჩვენს ევროპულ საქმეებზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკი არგენტინას 10 დეკემბერს ეწვია და არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ვიქტორ ორბანს შეხვდა.

 

ვიზიტის ფარგლებში ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და იქ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები