spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – ვეტო აგრესორის ხელშია, ეს არის ის, რამაც გაერო ჩიხში შეიყვანა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დღეს, 20 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

 

სიტყვით გამოსვლის დასაწყისში პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 574 დღეა, გრძელდება. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აგრესია დაიწყო სახელმწიფოს მიერ, “რომელიც რატომღაც ჯერ კიდევ არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის”.

 

“უნდა ვაღიაროთ: ორგანიზაცია ჩიხშია აგრესიასთან დაკავშირებით. კაცობრიობა აღარ ამყარებს იმედებს გაეროზე, როდესაც საქმე ეხება ერთა სუვერენული საზღვრების დაცვას. მაგრამ მე დღეს აქ არ ვიქნებოდი, უკრაინას რომ არ ჰქონდეს წინადადებები გადაწყვეტილების შესახებ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ზელენსკის თქმით, უკრაინის რუსული აგრესიისგან დაცვაში დახმარება გაეროს წესდების დაცვაში დახმარებას უტოლდება.

 

“გენერალური ასამბლეის რეზოლუციები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამ ომის ერთადერთი წყარო რუსეთია. თუმცა, ამან არაფერი შეცვალა რუსეთისთვის გაეროში. მაგრამ სწორედ ამ სიტუაციებმა შეცვალა ყველაფერი გაეროსთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ ორგანიზაცია აგრესიის საკითხში ჩიხშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, მსოფლიოში ყველა ხედავს, თუ რა ხდის გაეროს არაეფექტურს.

 

“უშიშროების საბჭოში ამ ადგილზე, რომელსაც რუსეთი არალეგალურად იკავებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კულისებში მანიპულაციების გამო, არიან მატყუარები, რომელთა საქმეც გამართლებაა რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის და გენოციდის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, გაეროს ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს აგრესია, ნადგურდება რუსული პრივილეგიებით.

 

“ვეტო აგრესორის ხელში არის, ეს არის ის, რამაც გაერო ჩიხში შეიყვანა”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, გაეროს რეფორმის შესახებ უამრავი საუბარი და პროექტი უნდა განხორციელდეს.

 

“და ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ წარმომადგენლობაზე აქ უშიშროების საბჭოში. ვეტოს უფლების გამოყენება არის ის, რაც მოითხოვს რეფორმას და ეს შეიძლება გახდეს მთავარი რეფორმა, რომელიც დააბრუნებს გაეროს წესდების ძალას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების არქიტექტურის აღსადგენად აუცილებელია: უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორიიდან რუსული ჯარების და სამხედრო ფორმირებების სრული გაყვანა 1991 წლის საზღვრებში.

 

უკრაინას სრული კონტროლის დაბრუნება სახელმწიფო საზღვარზე და ეკონომიკურ ზონაზე – შავ და აზოვის ზღვებსა და ქერჩის სრუტეზე.

 

“ფაქტობრივად, მხოლოდ ამ ორი პუნქტის განხორციელება გამოიწვევს საომარი მოქმედებების საიმედო და სრულ შეწყვეტას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია აჩვენოს თავისი ლიდერობა სამშვიდობო ფორმულის ამა თუ იმ ან რამდენიმე ან ყველა პუნქტის ფარგლებში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები