spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი ვილნიუსში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით ლიეტუვაში გაემგზავრა. ის ვილნიუსში არაერთ შეხვედრებს გამართავს.

 

“ჩვენი სანდო მეგობრები და პრინციპული პარტნიორები არიან ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია. მოგვიანებით ვიქნები ტალინში და რიგაში, დღეს კი ვილნიუსში”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის მოლაპარაკებებს გამართავს ლიეტუვის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და სეიმის სპიკერთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები პოლიტიკური ძალების, მედიისა და უკრაინული საზოგადოების წარმომადგენლებთან.

 

მოლაპარაკების მთავარი თემები იქნება უსაფრთხოება, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ევროპული მხარდაჭერის შემდგომი კოორდინაცია.

 

“და, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მადლობა. უკომპრომისო მხარდაჭერისთვის უკრაინის მთელი ომის 10 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ახლა, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები