spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ვფიქრობ, მოისმენთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხი განიხილა. გადაწყვეტილებებს მალე ელოდებიან, – წერს გამოცემა The Guardian.

 

“ვფიქრობ, რომ თქვენ მოისმენთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში. მაგრამ ამაზე ცოტა მეტი უნდა ვიმუშაოთ”, – განაცხადა მან სუნაკთან შეხვედრის შემდეგ.

 

ზელენსკის თქმით, მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან განიხილა “საჰაერო კოალიციის“ საკითხი, რომელიც უკრაინას გამანადგურებელ თვითმფრინავებს მიაწოდებს.

 

სუნაკმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ორმა ლიდერმა ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორებთან უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ.

 

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი იქნება უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის მთავარი ნაწილი, თუმცა მისი თქმით, საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება “იოლი საქმე არ არის“.

 

სუნაკის თქმით, საუბარია არა მხოლოდ თვითმფრინავების მიწოდებაზე, არამედ პილოტების მომზადებასა და ლოგისტიკის სხვა ასპექტებზე, მაგრამ დიდმა ბრიტანეთმა “შეიძლება დიდი როლი შეასრულოს ამაში“.

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აგრძელებს საზღვარგარეთ ვიზიტების სერიას, რომელიც მაისის დასაწყისში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ის ეწვია ფინეთს, ნიდერლანდებს, იტალიას, გერმანიას, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს, სადაც მუდმივად აყენებს დასავლური ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები