უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა, მოუწოდა მათ იზრუნონ საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანებზე და ასევე ისაუბრა უკრაინის მომავალ გამარჯვებაზე რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ომში.
“აღდგომას ვთხოვთ ღმერთს დიდ წყალობას, რომ ჩვენი დიადი ოცნება ასრულდეს – ეს არის კიდევ ერთი დიდი დღე, დღე, როდესაც დიდი მშვიდობა დადგება უკრაინაში. და მასთან ერთად – მარადიული ჰარმონია და კეთილდღეობა.
იზრუნეთ საკუთარ თავზე. იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე, გაუფრთხილდით უკრაინას! ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღდგა!” – განაცხადა ზელენსკიმ.