spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკიმ და ბაიდენმა გლაზგოში შეხვედრისას დონბასში არსებული ვითარება განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი გლაზგოში, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა.

 

შეხვედრაზე პრეზიდენტებმა დონბასში არსებული სიტუაცია განიხილეს.

 

“გლაზგოში აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრისას დონბასში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუცია განვიხილეთ. აშშ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რეფორმებს”, – წერს ზელენსკი “ტვიტერზე”.

 

გლაზგოში, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციის ფარგლებში მსოფლიო 120 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები