უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს.
ზელენსკიმ და მაკრონმა შესაბამის დოკუმენტს ელისეის სასახლეში მოაწერეს ხელი.
“ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიდგეთ უკრაინასთან, რათა რუსეთმა ომი წააგოს“, – განაცხადა მაკრონმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ.
იქამდე ანალოგიური შეთანხმება გერმანიასთან გაფორმდა, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა მოაწერეს.
შეთანხმება მოიცავს “გრძელვადიან ვალდებულებებს უკრაინის უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის კუთხით”.
16-17 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას და საფრანგეთს სტუმრობს, სადაც მოლაპარაკებებს მართავს ოლაფ შოლცთან და ემანუელ მაკრონთან.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტი 17 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და მის ფარგლებს ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ზელენსკი ასევე გეგმავს მოლაპარაკებებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან, დანიის პრემიერ-მინისტრთან მეტე ფრედერიკსენთან, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან და სახელმწიფოთა და მსხვილი ბიზნესის სხვა ლიდერებთან.