spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკიმ და სუნაკმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს ტელეფონით ესაუბრა. ერთ-ერთი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იყო.

 

უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ სუნაკს რუსეთის ბოლო ტერაქტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია – 5 დღის განმავლობაში ოკუპანტებმა სულ მცირე 500 რაკეტა და დრონი გამოიყენეს.

 

მან სუნაკს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საქმეში დიდი ბრიტანეთის მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

“ჩვენ განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვისა და შორი დისტანციური შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების აქცენტით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები