უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიასა და ჩილეში ახალი ელჩები დანიშნა, სამი დიპლომატი კი გაათავისუფლა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლებული არიან – უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში ვენაში ევგენი ციმბალიუკი, ასევე უკრაინის ელჩი საბერძნეთში სერგეი შუტენკო და უკრაინის ელჩი დანიაში მიხაილ ვიდოინიკი.
დანიაში უკრაინის ელჩად ანდრეი იანევსკი დაინიშნა, ჩილეში კი იური დიუდინი.