უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა და უკრაინელი სამხედროები მოინახულა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა ბრიგადებს, რომლებიც ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის “დონეცკის” შემადგენლობაში უკრაინას იცავენ. პრეზიდენტს თან ახლდნენ დონეცკის საზღვაო ქვეითი კორპუსის და “დონეცკის” მეთაური იური სოდოლი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე პავლიუკი.
“მნიშვნელოვანი ანგარიშები, პრობლემური საკითხები, მარაგი, რომელიც უნდა გაიზარდოს, დამხმარე მართვის სისტემის შექმნა ბრიგადების უზრუნველსაყოფად, ჩვენი ჯარისკაცების მოტივაციის გაზრდა“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი პრობლემურ საკითხებზე რვა ბრიგადის ჯარისკაცებს, მათ შორის მეთაურებს ესაუბრა. ზელენსკიმ ასევე სამხედროები დააჯილდოვა.
დონეცკის ოლქში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, პრეზიდენტი ზელენსკი უკვე არაერთხელ იმყოფებოდა, მათ შორის ბოლოს 14 აგვისტოს.