spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკიმ ნაევი უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში მორიგი ცვლილებები განახორციელა. კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურმა გაერთიანებული ძალების და საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურები შეცვალა.

 

პრეზიდენტის განკარგულებით, სერგეი ნაევი უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამ პოსტზე იური სოდოლი დაინიშნა.

 

გარდა ამისა, ზელენსკიმ შეცვალა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ჯარების მეთაური. ამ თანამდებობას მაქსიმ მირგოროდსკის ეკავა. ახალი მეთაური გახდა იგორ სკიბიუკი.

 

ასევე დაინიშნა ტერიტორიული თავდაცვის ძალების ახალი მეთაური. თანამდებობა დაიკავა იგორ პლახუტამ.

 

მიმდინარე კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტიდან გაათავისუფლა. მის ადგილზე დაინიშნა ალექსანდრე სირსკი, მანამდე ის სახმელეთო ჯარების მეთაური იყო.

 

გარდა ამისა, ზელენსკიმ შეცვალა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სარდლობა. ახალ უფროსად დაინიშნა ანატოლი ბარგილევიჩი.

 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე პავლიუკი სახმელეთო ჯარების მეთაურად დაინიშნა. მანამდე მას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები