spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკიმ ომში უკრაინის დანაკარგები დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომში უკრაინის დანაკარგები დაასახელა. მისი თქმით, შეჭრის დაწყებიდან დღემდე 43 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

“ჩვენი ხალხი სიცოცხლის ფასად იცავს საკუთარ სახლს და ჩვენი ჯარისკაცების და ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ჩვენთვის ღირებულია. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინამ ბრძოლის ველზე 43 ათასი ჯარისკაცი დაკარგა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, დაჭრილთა დახმარების 370 ათასი შემთხვევაა და დაჭრილთა დაახლოებით 50% ბრძოლაში ბრუნდება.

“რუსეთის არმიასა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა ფრონტის მედიცინის განვითარების დონე, რომელიც გაცილებით მაღალია ჩვენს არმიაში. მადლობელი ვართ თითოეულის, ვინც გვეხმარება მედიცინის განვითარებაში, ჩვენი დაჭრილების გამოჯანმრთელებასა და რეაბილიტაციაში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან რუსეთი კარგავს ბრძოლის ველზე 5 ან 6 ადამიანს ერთზე თანაფარდობით.

9 დეკემბრის დილის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინაში 753 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ამავდროულად, თავად რუსეთის ფედერაციაში დადგენილია მხოლოდ 80 973 ოკუპანტის სახელი, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის ფრონტზე დაიღუპნენ. მათი უმრავლესობა მოხალისეები არიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები