უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლება დაადასტურა.
“გადავწყვიტე შევცვალო უკრაინის თავდაცვის მინისტრი. ოლექსი რეზნიკოვმა გაიარა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ასევე მთლიანად საზოგადოებასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, სამინისტროს რუსტემ უმეროვი უნდა უხელმძღვანელოს.
“უკრაინის უმაღლესი საბჭო კარგად იცნობს ამ ადამიანს და ბატონ უმეროვს არ სჭირდება დამატებითი წარდგენა. ველი, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ კანდიდატურას”, – აღნიშნა ზელენსკიმ.