იშვიათი მინერალების შესახებ გარიგების შემდეგ, უკრაინა გეგმავს კიდევ ერთი შეთანხმების გაფორმებას აშშ-სთან. ეს შეეხება საინვესტიციო ფონდს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“შემდეგი შეთანხმება იქნება უფრო სერიოზული და რთული – შემდეგი შეთანხმებაა ფონდზე და უკვე იქნება პარტნიორული ურთიერთობა, ფული და ა.შ. შემდეგი შეთანხმების რატიფიცირება იქნება სავალდებულო უკრაინის პარლამენტში, მე არ ვიცი აშშ-ის კონგრესზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი თქმით, იშვიათ ლითონებზე შეთანხმება, რომლის დადებასაც უკრაინა და აშშ გეგმავენ, შემოსავლის 50%-ის კომპენსაციას ითვალისწინებს. უკრაინას ასევე სჭირდება ლიცენზირების დალაგება და აუდიტის ჩატარება.
“უკრაინის შემოსავლის 50% (უკრაინის იშვიათი რესურსების გაყიდვიდან) მიდის ფონდში. მომდევნო ხელშეკრულებებში საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს პარტნიორობამ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა და აშშ გარიგების დეტალებზე შეთანხმდნენ, რომელსაც სავარაუდოდ, 28 თებერვალს გაფორმდება.