spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკიმ ორი თვის წინ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი თვის წინ აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატთან დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, მას სურს ომის დასრულების თავისი გეგმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუზიაროს, ასევე სამართლიანი და სწორი იქნება ამ გეგმის აშშ-ის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატისთვის გაზიარება. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ბევრი რამ დამოკიდებულია კონგრესზე, ამიტომ ის თავის გეგმას იქაც წარადგენს, ამის შემდეგ კი გეგმა ხალხისთვის გახდება საჯარო.

ზელენსკის ჰკითხეს ტრამპის განცხადებებზე, რომ ის უკრაინაში ომს ერთ დღეში დაასრულებს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ ესმის ამ განცხადებების, რადგან არ იცის დეტალები და არ იცის, თუ რას გულისხმობდა ტრამპი.

“თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და წინასაარჩევნო გზავნილები არის წინასაარჩევნო გზავნილები. ზოგჯერ ისინი მთლად რეალური არ არის. ამ განცხადებებმა, რა თქმა უნდა, გვანერვიულა ჩვენი ხალხის გამო. თუმცა მე მქონდა სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპთან და მან თქვა, რომ ის ჩვენი გულმხურვალე მხარდამჭერია, ჩვენ გვქონდა კარგი საუბარი. ვგულისხმობ ორი თვის წინანდელ საუბარს. ტრამპმა თქვა, რომ მას ესმის, რა რთულია, გადარჩე ომის დროს და რომ ის ყველაფერს გააკეთებს უკრაინის გასაძლიერებლად. სწორედ ამიტომ, მე მინდა, გავუზიარო მას ეს გეგმა, რომ მოვისმინო მისი რეაქცია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები