spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკის სურს, რუსეთს კურსკის ოლქის ნაწილის უკრაინის ტერიტორიაზე გაცვლა შესთავაზოს

უკრაინამ შესაძლოა, რუსეთს ტერიტორიების გაცვლა შესთავაზოს. საუბარია კურსკის ოლქის ნაწილის ოკუპანტების მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე გაცვლაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყება, ის გეგმავს მოსკოვს ტერიტორიების პირდაპირი გაცვლა შესთავაზოს – კიევი უკრაინის ტერიტორიების სანაცვლოდ კურსკის ოლქის ნაწილს შესთავაზებს.

“ჩვენ ერთ ტერიტორიას გავცვლით მეორეში“, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

მან განმარტა, რომ ჯერ არ იცის, რა ნაწილს მოითხოვს უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიების სანაცვლოდ.

“არ ვიცი, ჩვენ ვნახავთ, მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, არ არსებობს პრიორიტეტი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინა კურსკის რეგიონში აქტიურ სამხედრო ოპერაციებს გასული წლის აგვისტოდან აწარმოებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ოლქში 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტს აკონტროლებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები