spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში უბედურ შემთხვევას დასაქმებული ემსხვერპლა.

 

პროფკავშირების ინფორმაციით, შემთხვევა 15 ოქტომბერს იმ დროს მოხდა, როდესაც სარემონტო საამქროს თანამშრომელთა ბრიგადა ქარხნის ერთ-ერთ ძველ ობიექტზე სადემონტაჟო სამუშაოებს აწარმოებდა.

 

“სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს ესტაკადიდან მილი ჩამოვარდა და 65 წლის ა. გ.-ს დაეცა, რის გამოც თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად ა. გ. დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

საწარმოში დღეს დილიდან მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი მუშაობას ფაქტის კვლევის კომისია დაიწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ზესტაფონის მეტალურგიული მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელიც იქნება შეყვანილი.

 

საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მაქსიმალურად ეცდება დადგინდეს მომხდარი ფაქტის მიზეზები და სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს შესაბამისი რეაგირება”, – აცხადებენ პროფკავშირებში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები