spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები  აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ჩემთვის და ჩვენი მთავრობისთვის”

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები  აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი მთავრობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცახადა.

"რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ჩვენი მეგობარი ქვეყნის "ნაცმოძრაობასთან" პირდაპირ დაკავშირებული პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებები. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს ნაცმოძრაობიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი განცხადებები. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ სტუმრების ასეთი განცხადებები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი მთავრობისთვის", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

3-დღიანი ვიზიტის განმავლობაში პავილიონისმა არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული კრიზისის განსამუხტად აუცილებელია დიალოგი. მისი თქმით, უნდა შეწყდეს რეპრესიები, პოლიტიკური დევნა, სასამართლოში მიმდინარე საქმეები პოლიტიკური ლიდერების მიმართ, იმისთვის, რომ საქართველო დასავლური ოჯახის – ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები