spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჟინვალში ავარიის შედეგად დედა და მისი 12 წლის შვილი დაიღუპნენ

ავარიას ჟინვალში დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი 70 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

 

ავარიის შედეგად დედა და მისი 12 წლის შვილი ადგილზე დაიღუპნენ.

 

გარდაცვლილი დედა-შვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

 

მიკროავტობუსის მძღოლის თქმით, მას საპირისპირო მხრიდან მოძრავი ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც არსებული ინფორმაციით, ნასვამი მძღოლი მართავდა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

 

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

 მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები