spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჟოზეფ ბორელი – რუსეთს არა მოლაპარაკებები, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია სურს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთს არა მოლაპარაკებები, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია სურს.

 

მისივე თქმით, რუსული მხარე ჯერ არ არის დაინტერესებული უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებით, რადგან ამ დროისთვის მისმა არმიამ თავის მიზნებს ვერ მიაღწია და მოსკოვის პოზიცია საკმარისად ძლიერი არ არის.

 

“ახლა რუსეთს არ სურს არაფერზე შეთანხმება, მას მხოლოდ ტერიტორიის ოკუპაცია სურს. მას სურს დაიკავოს სანაპირო მოლდოვას საზღვრამდე და უკრაინის ზღვიდან იზოლირება. მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ სურს, რაც პოზიციებს სერიოზულად გაიმყარებს“, – განაცხადა ბორელმა.

 

მისივე თქმით, ევროკავშირი და სხვა დასავლური ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები